მიწოდების სპეციალისტი/კურიერი
"პატარა სირინოზი & Co." (https://www.sirinozi.ge/) იტალიური ყავის რითეილერია. მომხმარებლები ვებგვერდზე ყიდულობენ ყავას, ჩვენ კი მათ შეკვეთებს ელვისებური სისწრაფით იმავე დღეს ვაწვდით. მომხმარებლების რაოდენობა და ყავის ასორტიმენტი მუდმივად იზრდება, ამ ზრდის პარალელურად კი იზრდება ჩვენი გუნდიც.
ვაკანსია: მიწოდების სპეციალისტი (კურიერი) ლოკაცია: თბილისი
გვინდა შემოგვიერთდეს ადამიანი, რომელსაც ქალაქში გადაადგილება, შეკვეთების დროულად მიტანა და რაც მთავარია, მომხმარებლებთან და კოლეგებთან ურთიერთობა სიამოვნებს.
რას გააკეთებ
- შეკვეთების მიღება საწყობიდან/მომწოდებლისგან (დიღმის მასივი);
- პროდუქციის მომხმარებლებთან მიტანა თბილისის მასშტაბით, ძირითადად ქალაქის ცენტრში;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭიროების მიხედვით ანგარიშსწორება;
- მარშრუტების დაგეგმვა ისე, რომ ნაკლები დრო გაატარო გზაში და პროდუქცია დროულად მიაწოდო მომხმარებელს.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც
- იქნება კომპანიის სახე და არა უბრალოდ კურიერი;
- პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი და კომუნიკაბელურია;
- თბილისის ქუჩებთან და რუკებთან მეგობრობს - მისამართის პოვნა და ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა მისთვის თავსატეხი არ არის;
- შეკვეთას სიხარულით მიიტანს და ყოველი ახალი მისამართი ნერვებს არ მოუშლის;
- ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
გამოცდილება აუცილებელი არ არის. დადებითი განწყობა და პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- საინტერესო გრაფიკს - ორშაბათი-პარასკევი/შაბათი შუადღიდან ადრეულ საღამომდე;
- მსუბუქი და სუფთა პროდუქტის გადატანას (შეფუთული ყავა);
- მიმზიდველ ანაზღაურებას;
- მეგობრულ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, მაგ. გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
რეზიუმე არაა საჭირო, გამოგვიგზავნე შეტყობინება WhatsApp-ზე: 511 24 56 56. მოგვწერე სახელი, გვარი, სად სწავლობ/მუშაობ და 2-3 წინადადებით რატომ გსურს ჩვენი გუნდის წევრობა.
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას განცხადებების შემოსვლის პარალელურად განვიხილავთ, ასე რომ 20 ნოემბრის "დედლაინს" ნუ დაელოდებით.
გისურვებთ წარმატებას!
პატარა სირინოზი & Co.
კარგი ყავა კარგი ადამიანებისთვის