გაყიდვების და შოურუმის ასისტენტი
კომპანია "Greenleaf International Co., Ltd."-ის საქართველოს ფილიალი ეძებს გაყიდვებისა და შოურუმის ასისტენტს
კომპანიის შესახებ:
"Green Leaf International Co., Ltd." არის საერთაშორისო კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩინეთში.
ამჟამად კომპანია ხსნის ახალ ფილიალს საქართველოში (თბილისი, საბურთალო, ცაგარლის ქუჩა N21).
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება და პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 1400 ლარი (ხელზე ასაღები);
** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: 1600 ლარი (ხელზე ასაღები).
სამუშაო საათები:
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით)
** შაბათი: 11:00-16:00 (1-საათიანი შესვენებით)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ქართული და რუსული ენების ფლობა მშობლიურ ან/და თავისუფალ დონეზე. სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განვითარებული კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები.
შენიშვნა: შესაძლოა დაფიქსირდეს იშვიათი ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, რაც ანაზღაურდება დამატებითი დასვენების დროით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართებზე: /
WhatsApp: /
ჩვენ განვიხილავთ ყველა შემოსულ განაცხადს და შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ელფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნამდე ყურადღებით გაეცნოთ სამუშაო ადგილს, საათებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.