მძღოლი
შპს "ტუმბო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობაა წყლის, ჰაერისა და გათბობის სისტემებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქუჩა #19
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1, 400 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
** C კატეგორიის მართვის მოწმობა — სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ავტომობილის მართვა და მოვლა;
** საწყობიდან პროდუქციის აღება და ქსელის მომარაგება;
** მომხმარებლებისთვის საქონლის დროული და სათანადო მიწოდება;
** საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სამუშაო დავალების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები:
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის უნარი.
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე:
გელოდებით "ტუმბოს" გუნდში!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.