კონტენტ კრეატორი
ესთეტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის (Facebook/Instagram) პოზიციაზე.
ლოკაცია: დისტანციურად გრაფიკი: თავისუფალი
პოზიციის მიმოხილვა:
ვეძებთ კრეატიულ და ინიციატივიან კონტენტ კრეატორს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი Facebook და Instagram გვერდების ვიზუალურ და ტექსტურ კონტენტს, გაზრდის ბრენდის ცნობადობას.
ძირითადი მოვალეობები:
- Facebook და Instagram გვერდებისთვის ორიგინალური კონტენტის (ფოტო, ვიდეო, Reels, Stories) შექმნა და დაგეგმვა
- ობიექტებზე ვიზიტი მასალის (ფოტო/ვიდეო გადაღება) მოსაპოვებლად
- კონტენტ გეგმის (content calendar) შემუშავება და მისი დროულად შესრულება
- პოსტების, წარწერების და აღწერილობების (captions) კომპოზირება ქართულ ენაზე
- აქტუალურ ტრენდებზე დაკვირვება და მათი ადაპტირება კომპანიის საჭიროებებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა)
- ფოტო/ვიდეო გადაღების და მარტივი მონტაჟის უნარი (CapCut, Premiere Pro, Photoshop, Canva ან მსგავსი პროგრამები)
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი უნარები ქართულ ენაზე
- კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა
ანაზღაურების დიაპაზონი (კვალიფიკაციის შესაბამისად): 700 - 1000 ლარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო (აუცილებლად) მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ: "Content Creator".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.