8,952 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1QKV0SYF გამოქვეყნდა 23 სექ 11 ნახვა

აგროსფერო

აგროსფერო

გამყიდველი

აგროსფერო გარე განცხადება
თელავი სრული განაკვეთი გაყიდვები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ოქტ

კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესის მიმართულებით და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში. კომპანია თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“ კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge Facebook: https://agrosphe.re/facebook Youtube: https://agrosphe.re/youtube

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამყიდველის პოზიციაზე თელავის სერვის ცენტრში. სამუშაო ადგილი: ქ. თელავი, აღმაშენებლის გამზირი, შესახვევი II

ძირითადი მოვალეობები - სერვის ცენტრში არსებული პროდუქციის რეალიზაცია და მომხმარებლების მომსახურება; - მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების მიხედვით პროდუქციის შერჩევა; - პროდუქციის რაოდენობისა და ვადების კონტროლი; - საწყობისა და სავაჭრო დარბაზის მარაგების კონტროლი; - საწყობისა და მაღაზიის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; - მომხმარებლისთვის პროდუქციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში დატვირთვაში დახმარება; - გუნდთან ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - პროდუქციის ცოდნა; - 1C ERP პროგრამის გაყიდვების ინტერფეისის ცოდნა; - გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების ტექნიკების ცოდნა; - გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა და დაცვა.

სასურველი უნარები - კომუნიკაციის უნარი; - სამუშაო დროისა და დავალებების სწორად განაწილების უნარი; - პრობლემურ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების უნარი; - პუნქტუალურობა; - ყურადღება დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე სამუშაო საათები: 09:00–18:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

გაცნობებთ, რომ შპს „ნობლექსი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აგროსფერო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა