უძრავი ქონების აგენტი / ბროკერი
უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის / ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 – 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში) ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1,500 – 8,000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ.
გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში.
ძირითადი მოვალეობები: - უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება; - განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე; - პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია; - შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა; - გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე); - გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი; - უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები: - მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია; - მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი; - პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა.
რას გთავაზობთ ჩვენ: - კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები); - საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან; - სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას; - პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი; - მეგობრულ სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია. - დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.
წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „უძრავი ქონების აგენტი“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით (Whatsapp).