სტაჟირება კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით
ტურისტული კომპანია "Travelfy" აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება და განვითარება.
ძირითადი ფუნქცია: პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან Cold Call-ების განხორციელება და კომპანიის სერვისების შეთავაზება.
ასევე, სტაჟიორის ფუნქციებში შევა
- ახალი კორპორაციული მომხმარებლების მოძიება და ბაზის შექმნა;
- პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
- დაინტერესებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება;
- შეხვედრების დაგეგმვა კორპორაციული გაყიდვების გუნდისთვის;
- განხორციელებული ზარებისა და მიღებული შედეგების აღრიცხვა;
- პოტენციურ კლიენტებთან Follow-up კომუნიკაცია.
მოთხოვნები
- გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების მიმართ ინტერესი;
- პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- სამუშაო საათებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ
- კორპორაციული გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას;
- გაყიდვებისა და Cold Calling-ის ტექნიკების შესწავლას;
- რეალურ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;ბიზნეს შეხვედრებისა და ბიზნეს კლიენტებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვის შესწავლას;
- წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.