8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1SPCWTVX გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

ავტო ცენტრის ხელმძღვანელი

სმოტორსი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მიმართულება: ავტოსერვისი, მაღაზია და საწყობი სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა) ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

კომპანიის შესახებ:

კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება. ** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება. ** კორპორაციული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. ** ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა. ** პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია. ** სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა. ** ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში) ** ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა. ** ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას. ** დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე. ** სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სმოტორსი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა