საბითუმო გაყიდვების/B2B მენეჯერი
დასაქმების სააგენტო პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას საბითუმო გაყიდვების (B2B) მენეჯერის პოზიციაზე.
ინდუსტრია: ინტერიერის აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია დირექტორთან
ძირითადი ამოცანები:
** ახალი დილერების აქტიური ძიება და მოზიდვა (კარისა და ინტერიერის აქსესუარების სალონები, სამშენებლო მაღაზიები, ბაზრობები, კარის ადგილობრივი მწარმოებლები) ** პირისპირ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება ბიზნესის მფლობელებთან, დირექტორებთან და შესყიდვების მენეჯერებთან ** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და პოტენციური პარტნიორების დაინტერესება პრემიუმ პროდუქციითა და მომსახურების ხარისხით ** პარტნიორების სავაჭრო წერტილებში საგამოფენო ნიმუშების, ბრენდირებული სტენდებისა და ვიტრინების განთავსების ორგანიზება ** დილერების პერსონალის დატრენინგება პროდუქციის სპეციფიკაციებზე და პარტნიორების სტაბილურ, რეგულარულ შესყიდვებზე გამოყვანა ** აქტიური გარე გაყიდვების წარმოება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ** კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ადმინისტრაციული პროცესების (დოკუმენტაცია, CRM, ლოგისტიკა) მაქსიმალური დელეგირება რელევანტურ პირებზე
პროფესიული კვალიფიკაციები:
** B2B გაყიდვებსა ან სადილერო ქსელის განვითარებაში მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება ** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა ** გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება ** ძლიერი გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები ** საცალო ბიზნესის გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა (მარჟები, საგამოფენო ნიმუშები, სასაწყობე პროგრამა და ა.შ.) ** სასურველია მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა ** დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება და ორგანიზებულობა
ბენეფიტები:
** კორპორაციული სატელეფონო ლიმიტი ** საწვავის ან ტრანსპორტირების ხარჯის უზრუნველყოფა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე - და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ დასაქმების სააგენტოს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.