9744 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1TSZ3S9S გამოქვეყნდა 22 ოქტ 13 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Enocork გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ნოე

გაინტერესებს ღვინის ინდუსტრია, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

"Enocork" — საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფის წევრი, მზარდი კომპანია, რომელიც საქართველოს მეღვინეობის სექტორს აწვდის ღვინის საცობებს, კასრებსა და სხვა სპეციალიზებულ პროდუქციას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ორ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება;
  • მეღვინეობებთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის შეთავაზება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების გაუმჯობესება;
  • ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და გადახდების კონტროლი;
  • კლიენტთა ბაზის წარმოება და შიდა გუნდთან კოორდინაცია;
  • კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტები (თვეში მინიმუმ ორჯერ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მეღვინეობის მიმართულებით);
  • ღვინის წარმოების პროცესების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალო დონეზე B2 ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • პირადი ავტომობილის ქონა;
  • პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • უპირატესობა მიენიჭებათ მეღვინეობის ან გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს, თუმცა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

რას გთავაზობთ?

  • საერთაშორისო ბიზნესგარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეღვინეობის ინდუსტრიის პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
  • პროფესიული ცოდნისა და გაყიდვების უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • რეგიონული სამუშაო ვიზიტების საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.

განაცხადის გაგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

თემის ველში მიუთითეთ: Sales Manager - Enocork.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა