შეკვეთების კოორდინატორი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1200 ლარი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 ლოკაცია: საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
- შესაფუთი მასალების დასტიკერება
- შეკვეთების მიღება გლოვო-ვოლტი-ბოლტიდან
- კერძების შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა
- სარესტორნო პროგრამაში ნავაჭრის შეყვანა
- შესაფუთის მასალების შეკვეთა და მარაგების კონტროლი
- დისტრიბუციისგან მოსული პროდუქტების აწონა და დასაწყობება
- შესაფუთი მასალების გამზადება მომდევნო დღისთვის
- დღის ბოლოს ნავაჭრის ინფორმირება მენეჯმენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- უცხო ენების (ინგლისური) საბაზისო ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა და დროის სწორად მართვა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
- სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ მეილზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.