საწყობის ოპერატორი
BBS / შპს "ბიკო" არის მრავალპროფილური სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბათუმსა და აჭარის რეგიონში საქმიანობს პროფესიული ქიმიის, ავტოქიმიის, საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ყავის მიმართულებებით.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ საწყობის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს სასაწყობე ოპერაციების სწორ აღრიცხვას, მარაგების კონტროლსა და პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შესაბამისობას.
ვაკანსია: საწყობის ოპერატორი მდებარეობა: ბათუმი ანაზღაურება: 1 000-1 400 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული საქონლის მიღება და სასაქონლო ზედნადებების დამუშავება;
- საქონლის მიღებისა და გადაადგილების ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში (Fina);
- საწყობებს შორის საქონლის გადატანის დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
- საწყობის მარაგებისა და ნაშთების ყოველდღიური მონიტორინგი;
- ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება;
- საქონლის პერიოდული აღწერა და ინვენტარიზაცია;
- ნაშთებში აღმოჩენილი სხვაობების მიზეზების გამოვლენა და დადგენილი წესით გასწორება;
- სასაწყობე დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, საოფისე პროგრამები);
- სასაწყობე ან სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ყურადღება დეტალების მიმართ და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
- სტაბილური სამუშაო გარემო მზარდ სადისტრიბუციო კომპანიაში;
- სააღრიცხვო პროგრამასა და შიდა სამუშაო პროცესებში სწავლება;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული და პასუხისმგებლობიანი გუნდი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: საწყობის ოპერატორი.
BBS / შპს "ბიკო" — ბათუმი - http://www.bbs.ge
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.