გეოდეზისტი
"Award" წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი და აღმოსავლეთ საქართველო სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 5 000 ლარი — საკუთარი ავტომობილისა და გეოდეზიური აპარატურის გარეშე
ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:
- გზების მშენებლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულება.
- შესრულებული სამუშაოებისა და სამშენებლო მოცულობების დათვლა.
- საპროექტო ნიშნულებთან, კოორდინატებთან, პროფილებთან და პიკეტაჟთან მუშაობა.
- შესაბამისი გეოდეზიური და საინჟინრო პროგრამების ცოდნა.
- საველე მონაცემების დამუშავება.
- შესაბამისი გეგმების, პროფილების, ჭრილებისა და სხვა საჭირო ნახაზების მომზადება.
- არსებული საპროექტო ნახაზების დამუშავება და საჭირო ცვლილებების/კორექტირებების შეტანა.
- საშემსრულებლო ნახაზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
- შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის პროექტთან შედარება და შესაბამისი მონაცემების ასახვა ნახაზებში.
- პასუხისმგებლობა, სიზუსტე და სამშენებლო გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:
- საკუთარი გეოდეზიური აპარატურა.
- საკუთარი ავტომობილი.
საკუთარი გეოდეზიური აპარატურისა და ავტომობილის გამოყენება ანაზღაურდება დამატებით, ძირითადი ხელფასისგან დამოუკიდებლად.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: გეოდეზისტი)
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18/10/2026
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.