ოფისის დაცვის თანამშრომელი
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 სთ. ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
- პუნქტუალურობა, დისციპლინა;
- ენერგიულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობა;
- სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ შპს "ალგანის" სათავო ოფისში, თბილისი, გ. სააკაძის მეორე გასასვლელი #8, ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 საათამდე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.