9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1VQABKVP გამოქვეყნდა 16 ოქტ 67 ნახვა

ფილიალების საოპერაციო მენეჯერი

ასორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში −6% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალების საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (5 სამუშაო დღე) ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

  • ფილიალების ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და კონტროლი;
  • ფილიალებში სისტემატური ვიზიტების განხორციელება, ადგილზე არსებული პროცესების შეფასება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება;
  • მომსახურების ხარისხის, სისუფთავის, პროდუქციის განლაგების, თანამშრომელთა სამუშაო პროცესებისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • ფილიალებში გამოვლენილი საოპერაციო ხარვეზებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება, აღმოფხვრის პროცესის მართვა და შედეგების მონიტორინგი;
  • ფილიალების მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა, მათთვის საჭირო რესურსებისა და საოპერაციო საკითხების კოორდინაცია;
  • მენეჯერების სამუშაო და შვებულების გრაფიკების კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის შეფასება და მოტივაციის მხარდაჭერა;
  • მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევებისა და შეუსაბამობების აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
  • ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობა, საოპერაციო პრობლემების შესახებ დროული ინფორმაციის მიწოდება და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება;
  • ფილიალების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება, შესრულებული სამუშაოს, არსებული პრობლემებისა და მიღებული შედეგების ასახვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფილიალების მართვის ან საცალო ვაჭრობისა და კვების ობიექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა ფილიალში გადაადგილებისა და ადგილზე მუშაობის მზაობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • არასტანდარტული სიტუაციების მართვის უნარი;
  • თანამშრომლებთან კონსტრუქციული კომუნიკაცია და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული მიდგომა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფილიალების საოპერაციო მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა