სალაროს მონიტორინგის სპეციალისტი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას სალაროს მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი (თ. ერისთავის ჩიხი #5 სახელფასო რეინჯი: პირველი თვე - 1100, მეორე თვიდან 1200 (ნეტ) ლარი. სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 08:00-23:00, დილის, შუადღის და საღამოს ცვლა 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- არასწორად გატარებული პროდუქციის პროგრამულად წაშლა ფილიალის მომართვიანობის შემთხვევაში;
- ფილიალებთან სატელეფონო კომუნიკაცია, მათთვის დროულად პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში
ძირითადი მოთხოვნები:
- Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00-დან 18:00-მდე). გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სალაროს მონიტორინგის სპეციალისტის.
შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.