სასტუმროს მენეჯერი
სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: კარდანახი სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
- მიმღებ დეპარტამენტში (Front Office) ყოველდღიური ცვლის პროცესის კოორდინირება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
- დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა;
- ჯავშნების მიღება, პროგრამულად გატარება და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ფულადი ოპერაციების შემოწმება და კონტროლი;
- გადახდებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- სასტუმროს გასაყიდი არხების მართვა (Booking.com, Expedia.com, Tripadvisor.com და სხვა);
- ჩანაწერთა წიგნის შემოწმება, განახლებული და აღრიცხული ინფორმაციის კონტროლი;
- რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სამუშაო გამოცდილება;
- ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი (აუცილებელია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ონლაინ გასაყიდი არხებისა და სასტუმროს მართვის პროგრამების (PMS) ცოდნა;
- სასტუმროსთან დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სასტუმროს მენეჯერი".
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრების საფუძველზე.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.