IT სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები: - კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარდაჭერა; - კომპანიის ვებგვერდის შექმნა, აწყობა, განახლება და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; - პროგრამული და ტექნიკური ხარვეზების დროული დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა; - კომპანიის თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა IT საკითხებთან დაკავშირებით; - კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - საჭირო პროგრამების ინსტალაცია და განახლება; - სისტემებისა ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი; - IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა;
აუცილებელი მოთხოვნები: - IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა; - პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდილება; - ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად დიაგნოსტიკისა და გადაჭრის უნარი; - განათლება IT/კომპიუტერული მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა; - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კომფორტულ სამუშაო სივრცეს; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; - ანაზღაურება: 5000-7500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაო გრაფიკი: - სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი; - სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; - სამუშაო საათები: 09:00-18:00; - სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.