9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1YHBY29V გამოქვეყნდა 19 ოქტ 26 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Royal House გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 20 ნოე

"ROYAL HOUSE" — უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო — კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და გუნდის გაძლიერების მიზნით აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება უძრავი ქონების სფეროში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან პროფესიული კომუნიკაცია;
  • კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
  • ობიექტების პრეზენტაცია და ინდივიდუალური ჩვენებების ორგანიზება;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების სრული პროცესის მართვა და გარიგებების დასრულება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, პროფესიული ეთიკა და ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების ან უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება სასურველია.

ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები:

  • პირველი 3 თვე — ფიქსირებული ანაზღაურება;
  • მეოთხე თვიდან — შედეგებზე დაფუძნებული საკომისიო სისტემა;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების პორტფელთან მუშაობა;
  • საერთაშორისო კლიენტებთან და კორპორაციულ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების შედეგი, არამედ პროფესიული რეპუტაცია, საქმიანი ეთიკა და კლიენტებთან ურთიერთობის მაღალი კულტურა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კლინიკა კურაციოს მიმდებარედ.

განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე, სათაურში მითითებით — "გაყიდვების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა