საწყობის თანამშრომელი / პროდუქციის დამხმარე მაღაზიაში
კვადრო და მოტოტექნიკის მაღაზია (მისამართი: კახეთის გზატკეცილი 159, აეროპორტის ხიდებთან) ეძებს თანამშრომელს.
მნიშვნელოვანია: არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი მექანიკოსი ან ხელოსანი. სამუშაო საკმაოდ მარტივია და ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ყუთებიდან პროდუქციის ამოღება და კვადროციკლების მარტივი დეტალების აწყობა. სამუშაო რთული არ არის — თუ ინსტრუმენტებთან შეხება გქონიათ და ელემენტარულად მათი გამოყენება შეგიძლიათ, მარტივად გაუმკლავდებით.
- მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგება და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება.
- საჭიროა იყოთ აქტიური, სწრაფი და ენერგიული — ადამიანი, რომელიც ხედავს გასაკეთებელ საქმეს და მუდმივად მითითებას არ ელოდება.
- როდესაც მაღაზიაში შემოვა მომხმარებელი, უნდა შეგეძლოთ მასთან ნორმალური კომუნიკაცია, პროდუქციის შესახებ ელემენტარული ინფორმაციის მიწოდება და მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. დეტალურ ტექნიკურ საკითხებს ადგილზე გასწავლით.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა და აქტიურობა;
- ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- მომხმარებელთან თავისუფლად და თავაზიანად კომუნიკაციის უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00 საათამდე კვირაში 1 დღე დასვენება.
პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობს.
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 555 86 88 66
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.