9078 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1Z0DA1YN გამოქვეყნდა 13 სექ 70 ნახვა

საწყობის თანამშრომელი / პროდუქციის დამხმარე მაღაზიაში

givi გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1700–2000 / თვეში +28% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,441 ₾ · 92 განცხადება ბოლო ვადა: 14 ნოე

**საწყობის თანამშრომელი / მაღაზიის დამხმარე — კვადრო და მოტოტექნიკა**

კვადრო და მოტოტექნიკის მაღაზია 📍 მისამართი: კახეთის გზატკეცილი 159, აეროპორტის ხიდებთან

ვეძებთ არა უბრალოდ დამხმარეს, არამედ აქტიურ, პასუხისმგებლიან და სწრაფ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საქმის დანახვა და შესრულება მუდმივი მითითებების გარეშე.

**ანაზღაურება:**

საწყისი ფიქსირებული ხელფასი — **1700 ლარი + პრემიები**, ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობით.

**მნიშვნელოვანია:**

პროფესიონალი მექანიკოსი ან ხელოსანი არ არის საჭირო — სამუშაოს ადგილზე გასწავლით.

თუმცა აუცილებელია ინსტრუმენტებთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება და ელემენტარული ტექნიკური აზროვნება. თუ ხელში ინსტრუმენტი პრაქტიკულად არასდროს გჭერიათ, ეს ვაკანსია თქვენთვის არ არის.

**რისი გაკეთება მოგიწევთ:**

  • ყუთებიდან პროდუქციის ამოღება და კვადროციკლების მარტივი დეტალების აწყობა;
  • ხელის ინსტრუმენტებით მუშაობა;
  • პროდუქციის მოწესრიგება და სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნება;
  • საჭირო საქმის დამოუკიდებლად დანახვა და შესრულება — ყოველ ნაბიჯზე მითითების მოლოდინის გარეშე;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და კულტურული კომუნიკაცია;
  • პროდუქციის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიწოდება და მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. ტექნიკურ დეტალებს ადგილზე გასწავლით.

**ვის ვეძებთ:**

  • პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ ადამიანს;
  • სწრაფ და ენერგიულ ადამიანს;
  • ადამიანს, რომელიც ერთხელ ახსნილ დავალებას იმახსოვრებს და ასრულებს;
  • ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება მუდმივი კონტროლი;
  • ვისაც აქვს ინსტრუმენტების გამოყენების საბაზისო გამოცდილება და მზად არის ახლის შესასწავლად;
  • ვისაც შეუძლია მომხმარებელთან თავისუფლად და კულტურულად საუბარი;
  • ადამიანს, რომელსაც ნამდვილად უნდა მუშაობა და შედეგის ჩვენება.

**ეს სამუშაო არ შეგეფერებათ, თუ:**

  • მუდმივად გჭირდებათ შეხსენება, რა უნდა გააკეთოთ;
  • ხშირად აგვიანებთ ან სამუშაო გრაფიკის დაცვა გიჭირთ;
  • მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის გაკეთება გინდათ და დანარჩენში ჩართვა არ გსურთ;
  • არ მოგწონთ აქტიური სამუშაო და გირჩევნიათ მშვიდად დაელოდოთ დავალებას;
  • ინსტრუმენტებთან მუშაობა საერთოდ არ გინდათ.

**სამუშაო პირობები:**

სამუშაო გრაფიკი: **09:00–18:00** კვირაში **1 დღე დასვენება**.

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობს.

**კანდიდატის შერჩევა:**

პირველ ეტაპზე **არ დარეკოთ**.

მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 📱 **+995 555 86 88 66**

შეტყობინება დაიწყეთ სიტყვით **„MOTO“** და მოგვწერეთ მოკლედ:

1. თქვენი სახელი და ასაკი; 2. რომელ უბანში ცხოვრობთ; 3. რა გამოცდილება გაქვთ ინსტრუმენტებთან, ტექნიკასთან, აწყობასთან ან მსგავს სამუშაოსთან; 4. რატომ ფიქრობთ, რომ ამ სამუშაოს კარგად გაუმკლავდებით; 5. როდის შეგიძლიათ მუშაობის დაწყება.

თუ გაქვთ ინტერნეტთან ან ონლაინ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, ესეც მოკლედ აღნიშნეთ.

იმ კანდიდატებს, რომელთა გამოცდილება და პასუხები შეესაბამება ვაკანსიას, თავად დავუკავშირდებით.

გასაუბრების დროს იქნება მარტივი პრაქტიკული დავალებაც, რათა დავინახოთ, რამდენად თავისუფლად მუშაობთ ინსტრუმენტებთან და რამდენად სწრაფად ითვისებთ ახალ დავალებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა