დიასახლისი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება Hilton-ისა და სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
** საწოლების მოწესრიგება და თეთრეულის გამოცვლა დადგენილი გრაფიკის მიხედვით.
** აბაზანისა და სანიტარული კვანძების დასუფთავება და დეზინფექცია.
** ნომრებში სტუმრისთვის განკუთვნილი მარაგების (amenities) შევსება.
** აღმოჩენილი ტექნიკური დაზიანებებისა და გაუმართაობების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.
** დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) პროცედურის დაცვა.
** სამუშაო აღჭურვილობისა და საწმენდი საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება.
** სტუმრის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
** დადგენილი ჰიგიენის, შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნების შესრულება.
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამუშაო დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სიზუსტე და აკურატულობა
** პატიოსნება და კეთილსინდისიერება
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია
** სტუმართმოყვარეობისა და მომსახურების კულტურა
** პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი პირისთვის გადაცემის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.