8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

218MZ3RZ გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

აღრიცხვის სპეციალისტი

ტრანსფორდი გარე განცხადება
ფოთი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის შვილობილი კომპანია შპს "ტრანსფორდი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, ნორმირებული სამუშაო გრაფიკი

დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, კვება

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel-ის პრაქტიკული გამოყენების უნარი;

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა — არანაკლებ საშუალო დონეზე, მათ შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ტერმინოლოგიის ცოდნა;

** პორტის, ტერმინალის, სატრანსპორტო ან ლოგისტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პორტისა და ტერმინალის ოპერაციებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა, დამუშავება და სისტემატიზაცია;

** შესრულებული ოპერაციებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის შესაბამის პროგრამებსა და მონაცემთა ბაზებში დროული და ზუსტი ასახვა;

** სატრანსპორტო და საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და მოწესრიგება;

** პირველადი მონაცემებისა და დოკუმენტაციის სისწორისა და შესაბამისობის შემოწმება;

** ყოველდღიური, პერიოდული და სხვა საჭირო ანგარიშების მომზადება;

** კომპანიის შიდა პროცედურების, წესებისა და სტანდარტების დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დატვირთულ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებუის შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ: "აღრიცხვის სპეციალისტი".

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ტრანსფორდმა" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის ელექტრონულ ბაზაში და შეიძლება განხილულ იქნას სხვა მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტრანსფორდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის