უფროსი აუდიტორი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.
სამუშაოს მიზანი: სსე-ს შესაძლებლობების გაძლიერება ღირებულების შექმნის, დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, დამოუკიდებელი, რისკებზე დაფუძნებული და ობიექტური დარწმუნების, კონსულტაციის, ხედვისა და პროგნოზირების გზით. რისკების მართვის, კონტროლისა და კორპორაციული მართვის სისტემების სრულყოფა შემდეგი მიზნების მისაღწევად: რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა, შიდა კონტროლის ეფექტურობა და საიმედოობა, ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- ხელი შეუწყოს შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას აუდიტის სირთულისა და ვადების გათვალისწინებით და არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.
- მონაწილეობა მიიღოს დინამიკური და რისკებზე დაფუძნებული წლიური აუდიტის გეგმის შემუშავებაში, უზრუნველყოს მისი შესაბამისობა სტრატეგიულ მიზნებთან და გამოიყენოს განგრძობითი რისკების შეფასების მეთოდოლოგიები.
- მონაწილეობის მიღება წლიური გეგმით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმების პროცესში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
- აუდიტორული შემოწმების გეგმის შემუშავება/განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან.
- აუდიტორული შემოწმების პროცესში საქმიანობის წარმართვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტის სახელმძღვანელოს და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
- აუდიტის ყოველ ეტაპზე (დაგეგმვა, ტესტირება, შედეგები) შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება დეპარტამენტში დამტკიცებულ შესაბამის სამუშაო ფორმებში.
- შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება (სიტყვიერი და/ან წერილობითი ფორმით) უშუალო ხელმძღვანელთან.
- მონაწილეობა მიიღოს აუდიტის პოტენციური ნაკლოვანებების/ხარვეზების ანალიზსა და შეფასებაში — რისკების იდენტიფიცირების, მნიშვნელობის შეფასების, გამომწვევი მიზეზების განსაზღვრისა და მენეჯმენტთან ერთად მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვის გზით. შეიმუშაოს და დააფიქსიროს დასკვნები, უზრუნველყოს საბოლოო კომუნიკაციის სიცხადე, სიზუსტე და ობიექტურობა უშუალო ხელმძღვანელის ავტორიზაციით. ჩაატაროს მენეჯმენტის მიერ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. დამატებითი ანალიზის საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და მიიღოს ხელმძღვანელის თანხმობა.
- უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია აუდიტის მიზნების, მასშტაბის და ვადების მკაფიო გადმოცემით, გადაჭრას არსებული უთანხმოებები პროფესიონალურად, ორგანიზაციის შიდა პროცედურების შესაბამისად.
- მონაწილეობა მიიღოს აუდიტის სამუშაო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მიზნების, მასშტაბის და მეთოდოლოგიების განსაზღვრის გზით; შეაგროვოს და გაანალიზოს შესაბამისი და სანდო ინფორმაცია; უზრუნველყოს სათანადო დოკუმენტირება და კომუნიკაცია. სამუშაო პროგრამებისა და მათი ცვლილებების ავტორიზაცია მიიღოს უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან.
- იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შეთანხმება პასუხისმგებელ პირებთან და აღნიშნული გეგმის შესრულების პერიოდულ მონიტორინგი.
- მონაწილეობა მიიღოს აუდიტის მიზნებისა და მასშტაბის განსაზღვრასა და დოკუმენტირებაში - ჩამოაყალიბოს მიზანი და ამოცანები შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე; მოახდინოს გადაუწყვეტელი საკითხების ესკალაცია და უზრუნველყოს იყოს მოქნილობა უშუალო ხელმძღვანელის ავტორიზაციით
- უზრუნველყოს სამართლებრივი და ეთიკური შესაბამისობა — ხელი შეუწყოს და დაიცვას ეთიკური სტანდარტები ორგანიზაციის ეთიკური მოლოდინების გაცნობით, პატივისცემითა და შესაბამისობაში მოქმედებით, ხელი შეუწყოს ეთიკაზე დაფუძნებული კულტურის ჩამოყალიბებას და დარღვევების შესახებ განაცხადოს შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად.
- გამოავლინოს სათანადო პროფესიული სიფრთხილე — მომსახურების არსის, გარემოებებისა და მოთხოვნების სათანადო შეფასების გზით.
- უზრუნველყოს კონფიდენციალურობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შესრულება — შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვით, აუდიტის ჩანაწერების დაცვითა და არაავტორიზებული გამჟღავნების ან გამოყენების პრევენციით.
კვალიფიკაცია, გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/აუდიტის/ბიზნესის ადმინისტრირების/ბუღალტერიის ან სხვა შესაბამისი სფეროს მიმართულებით.
- ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა.
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA), ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS), შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (IPPF)-ების ცოდნა/ინტერპრეტაციის უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა (დიდი მოცულობის სტანდარტების და მასალების კითხვის და ანალიზის უნარი).
- რისკ მენეჯმენტის, კორპორაციული მართვის და შიდა კონტროლის სისტემების ცოდნა.
- საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (პრიორიტეტულია MS Excel-ის ცოდნა).
- დასკვნების, მემორანდუმების და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების უნარი.
- სასურველია პროფესიული სერტიფიცირების ქონა (ACCA, CIA, CISA და ა.შ.).
- აუდიტორად მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება (დიდი ოთხეულის - Big4 აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
საკონკურსო პირობები: გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.
შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.