მარკეტინგის გუნდში ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორი
დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის ყველა არხზე (LinkedIn, Fascebook, TikTok, ვებსაიტი, SEO და სხვა);
- ტექსტების შექმნა და ადაპტაცია - სოც. მედია პოსტები, ბლოგები, ვიდეოს სცენარები, ვებსაიტის კონტენტი, ნიუსლეთერები;
- ვიდეო კონტენტის გადაღება (კომპანიის სარეკლამო ვიდეოებში ჩაწერა);
- ვიდეოგრაფთან, დიზაინერთან და ედვერთაიზერთან თანამშრომლობა ბრენდის იმიჯზე ზრუნვისთვის;
- კონტენტის კალენდრის მართვა და მასალების დროული მომზადება კამპანიებისთვის და ღონისძიებებისთვის;
- ვებსაიტის განახლებებზე მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გრამატიკის, მართლწერის და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კრეატიული აზროვნება და ძლიერი სთორითელინგის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
- მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
- კამპანიების მართვის გამოცდილება;
- გუნდთან მუშაობის გამოცდილება და მათი კოორდინაციის უნარი;
- სოციალური მედიის ფორმატების ცოდნა (LinkedIn, Meta, TikTok, YouTube);
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
- ლოკაცია: თბილისი, პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 საათი
- ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
დამატებითი სარგებელი:
- სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.