8830 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

240KX3BN გამოქვეყნდა 10 სექ 7 ნახვა

Studio 9:16

Studio 9:16

ოპერატორი

Studio 9:16 გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Studio 9:16 აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ: Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენს.

საქართველოს ბანკი, ALTA, 22 გრადუსი, 105, Bolt Food — ეს იმ არხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა TikTok კონტენტს Studio 9:16 ქმნის. ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვეძებთ ოპერატორს, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტები ხარისხი და კრეატიულობაა.

ვეძებთ ვიდეო-ოპერატორს რომელიც:

** ცხოვრობს შორთ-ფორმ კონტენტით — აინტერესებს, რა მუშაობს TikTok-ზე და იცის, როგორ მოიფიქროს, გადაიღოს და სწრაფად შეკრას ვიდეო. ** შეუძლია დინამიურ და შემოქმედებით გარემოში მუშაობა და უმი იდეების ვიზუალურად მიმზიდველ "შორთებად" ქცევა. ** აქვს კომერციულ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილება. შეუძლია შედარებით სტანდარტული და მოსაწყენი თემაც კი სახალისო და ჩამთრევ ფორმატად აქციოს. ** აქვს ჩამოყალიბებული ვიზუალური გემოვნება — ხედავს კადრს, სინათლეს და მოძრაობას ისე, რომ მისი პატარა ვიდეოც კი ამბავს ყვება . ** ინტერესდება ტიკტოკის ტრენდებით და ხვდება, როგორ მოარგოს ის კონკრეტულ ბრენდს, მის მარკეტინგულ მიზანს ან უბრალოდ გარკვეულ ამბავს. ** და უბრალოდ უყვარს გადაღება —კამერა მისთვის არის ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი იდეის გაცოცხლებაა შესაძლებელი.

რას გთავაზობთ:

** შენს გადაღებულ ვიდეოებს ნახავს ასიათასობით მაყურებელი. ** იმუშავებ ენერგიულ და პროფესიონალ გუნდთან, სადაც იდეები სწრაფად იქცევა რეალობად. ** სივრცეს იდეებისთვის — შეგიძლია შემოიტანო შენი ხედვა, სცადო ახალი ფორმატი და რეალურად იქონიო გავლენა კონტენტზე. ** შესაძლებლობას გაიზარდო, როგორც ოპერატორი, ისე კონტენტ-კრეატორი

რას მოველით შენგან:

** შორთ-ფორმ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილებას (TikTok, Reels, Shorts). ** გადაღების ტექნიკურ ცოდნას (კამერა, ტელეფონი, სინათლე, ხმა). ** სწრაფად აზროვნებას და ადაპტაციას. ** კადრის დანახვას, როგორც სეტზე, ისევე გარეთ ** ინიციატივას და სურვილის, განვითარდე Short-Form კონტენტ ინდუსტრიაში.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი ანაზღაურება: 1500-2500 (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1c1Sh6bByQONvFJ2Zrc3z_oqsl8S8Gt4c0UDqIy8_5Tg/viewform?edit_requested=true

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Studio 9:16
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა