მოლარე
კაზინო ინტერნეიშენალი ჰილტონ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: - ფიქსირებული ანაზღაურება + ჩაი (ე.წ. პოინტი); - 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი; 2/2-ზე თვეში 15 სმენა; დღე/ღამე; - კანონით გათვალიწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება; - სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა; - ღამის საათებში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო; - ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სრული საშუალო განათლება; - სავალდებულოა ინგლისური ან/და თურქული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- საბაზისო მათემატიკური უნარები და ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება; - სალაროს ოპერაციების/ტრანზაქციების წარმოება და აღრიცხვა; - კონფიდენციალურობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!