მოლარე
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა.
დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/
"პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე)
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი სტანდარტების მქონე სამუშაო სივრცეს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1000 ლარი + კვარტალური ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** Fitpass სურვილის შემთხვევაში
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდი და საბარათე ანგარიშსწორებით სალაროს ოპერაციების შესრულება;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** წარმოებული ოპერაციების ყოველდღიური შედარება და სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯისთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.