ბუღალტრის ასისტენტი / ფინანსური ოპერატორი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის / ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- საბანკო გადარიცხვების მომზადება და შესრულება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ბუღალტრულ პროგრამა "ორისში" მუშაობა და ოპერაციების ასახვა;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვაში მონაწილეობა;
- შემოსავლების სამსახურის (RS.ge) ელექტრონულ პორტალზე მუშაობა;
- მომწოდებლებთან და დამკვეთებთან ანგარიშსწორების კონტროლი;
- მიმდინარე ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრული პროგრამა "ორისის" ცოდნა;
- MS Excel-ის კარგი ცოდნა;
- საბანკო გადარიცხვებთან და RS.ge პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია დაკისრებული მოვალეობების დამოუკიდებლად შესრულება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა (სასურველია ცხოვრობდეს ახლოს);
- სამუშაო გრაფიკი: 10-6;
- ანაზღაურება: 1500 ხელზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV.