მექანიკოსი
კომპანია „მარმარილო“ აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე ქვის საამქროში.
ძირითადი მოვალეობები: - დაზგა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი - დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა - ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა - სხვადასხვა ტიპის ტექნიკისა და მექანიზმის შეკეთება - დაზგა-დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურება - მექანიკური ნაწილებისა და დეტალების შემოწმება, შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა - მცირე დაზიანებების დროული აღმოფხვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული დანადგარის სერიოზული გაუმართაობა და წარმოების გაჩერება - სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების სწრაფი დიაგნოსტირება და მოგვარება; - ტექნიკის უსაფრთხოდ და სწორად ექსპლუატაციის კონტროლი.
მოთხოვნები: - მექანიკოსად მუშაობის გამოცდილება - სხვადასხვა ტექნიკისა და დანადგარის შეკეთების პრაქტიკული გამოცდილება - ტექნიკური აზროვნება და პრობლემის სწრაფად აღმოჩენის უნარი - მაღალი ყურადღება და პასუხისმგებლობის გრძნობა - პუნქტუალურობა და დისციპლინა - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი - უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, შეთანხმებით. სამუშაო ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი ,სოფელი ძეგვი
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით : +995557113116
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.