დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერი
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის; - უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა; - მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ კანონდარღვევაზე; - ზედმიწევნით შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მითითებები; - საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ყურადღება დეტალების მიმართ; - კომუნიკაბელურობა; აუცილებელი უნარ-ჩვევები: - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა; - ენერგიულობა;
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა აჭარის რეგიონში, რომელიც გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე:
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.