8893 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

28TB5MBS გამოქვეყნდა 2 სექ 4 ნახვა

გამყიდველ-კონსულტანტი

აგრო ეზო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

AgroEzo — აგრო და ბაღის პროდუქციის მაღაზია საგურამოში — აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საგურამო სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შერჩევაში დახმარება; - პროდუქციის გაყიდვა და სალაროსთან მუშაობა; - პროდუქციის თაროებზე სწორად განლაგება და ფასების კონტროლი; - მომხმარებლისთვის სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, ბაღის ინვენტარისა და სხვა პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - არსებული პროდუქციისა და მისი დანიშნულების ეტაპობრივად შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; - მომხმარებელთან კარგი კომუნიკაციის უნარი; - კეთილგანწყობილი და მოწესრიგებული დამოკიდებულება; - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია; - აგრო სფეროში, სასუქებთან ან მცენარეთა დაცვის საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და სწავლის სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო ადგილს საგურამოში; - მშვიდ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროდუქციისა და აგრო მიმართულების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას; - ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსს; - გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

აგრო სფეროში გამოცდილება არ არის სავალდებულო — მთავარია კანდიდატი იყოს პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და ჰქონდეს სწავლის სურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ CV: +995599630303

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აგრო ეზო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის