დისპეჩერი
პირდაპირი
რას ნიშნავს „პირდაპირი“
ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.
ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.
კომპანია North Star Logistics სამუშაოდ იწვევს აქტიურ, კომუნიკაბელურ ახალგაზრდებს დისპეჩერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 16:00-დან 01:00-მდე (კვირაში 5 დღე)
სამუშაოს აღწერილობა
- სისტემაში შემოსული შეკვეთების დახარისხება
- შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა
- შეკვეთის დეტალების გადამზიდი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა
- მიღებული შეკვეთის მონიტორინგი / კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება
ანაზღაურება
- ფიქსირებული 1000 ლარი + 10% ბონუსი ბრუნვიდან (2500-3500 ლარი საშუალოდ)
ჩვენი გუნდი გთავაზობთ ენერგიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. აქცენტი კეთდება სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
გისურვებთ წარმატებებს!