პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

29XBNNJD გამოქვეყნდა 13 ნოე 1 ნახვა

სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

J&J Consulting გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

"J&J Consulting" ქართულ ბაზარზე ოპერირებადი აქტიურად მზარდი იურიდიული კომპანიაა, რომელიც როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ სერვისს სთავაზობს.

ჩვენი მუდმივი კორპორატიული კლიენტები არიან მსხვილი სამშენებლო, სამედიცინო და ფინანსური დაწესებულებები, წამყვანი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანიები და სხვა ტიპის ქართული, თუ საერთაშორისო კომპანიები. დარგის წამყვანი სპეციალისტების მეშვეობით სამართლებრივი ტრენინგების სისტემატური გამართვის გზით კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა კონტრაქტორებისათვის გასაწევი იურიდიული მომსახურება გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხით.

"J&J Consulting" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, "Tiflis Business Center";
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: არაანაზღაურებადი.

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში

  • გექნებათ საშუალება დაესწროთ J&J Training Center • ტრენინგ ცენტრი -ის მიერ ორგანიზებულ სამართლებრივ სასერტიფიკატო კურსებს და მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკოსი მოსამართლეებისაგან;
  • მიღებული თეორიული გამოცდილება გაიმყაროთ რეალური ქეისებზე მუშაობით;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ გექნებათ საშუალება რეალურად დასაქმდეთ კომპანიაში ანაზღაურებად პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ანალიზი;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • ინგლისური ან/და რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "J&J Consulting" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა