დარბაზის კონსულტანტი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილია სარემონტო მასალები, ავეჯი, განათება და დეკორი. მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურებას.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გამოცდილ, კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ დარბაზის კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას, დაეხმარება მათ სასურველი პროდუქციის შერჩევაში და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
- პროდუქციის მახასიათებლებისა და ასორტიმენტის ცოდნა;
- გაყიდვების პროცესის მართვა;
- მომხმარებელთან პოზიტიური და პროფესიონალური კომუნიკაცია;
- დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობისა და გაყიდვების უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო და სარემონტო მასალების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, DESIGN MALL;
- სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრული განრიგით;
- ანაზღაურება: 1, 800 ლარი თვეში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.