გაყიდვების მენეჯერი
სარეკლამო კომპანია DDBO - 18 წლიანი გამოცდილების მქონე, მზარდი და ინოვაციური კომპანია სარეკლამო ბაზარზე - აფართოებს გუნდს და ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს.
ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ექსკლუზიურ სარეკლამო პროექტებსა YouTube პლატფორმაზე, მათ შორის: - „უბანზე“, სერიალები „უსაშველოები“, „ჩპს“, თრეველ შოუ „წითელი და შავი“, ,,იუთუბ ლიგა’’ „ჰალკი“ ,“შონზოს არხი“და ა.შ. - ვფლობთ საკუთარ სარეკლამო ლოკაციებს ბათუმში(პლაჟზე და ბულვარში) და გუდაურში(საბაგირო და სათხილამურო გზებზე), - ქალაქში მოძრავ მონიტორიან მინი სატვირთო მანქანებს(ტრიციკლებს). - ვართ ბრენდირებული სარეკლამო,სასაჩუქრე პრომოაქსესუარების იმპორტიორები საქართველოში.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 10:30 – 18:00 (შაბათ-კვირის გარდა) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 179ა (ყოფილ გერმანიის საელჩოსთან)
რას გთავაზობთ: - პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ტრენინგებს გაყიდვების ტექნიკებზე; - საინტერესო თამაშებს (მათ შორის“მაფიის ღამე“-ს ახალ მარკეტინგულ, ბიზნეს ვერსიას) და შეჯიბრებს გაყიდვების გუნდთან ერთად; - რეალურ შეხვედრებს კომპანიებთან და კლიენტებთან; - გამოცდილ მენეჯერებთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობას; - მეგობრულ, ენერგიულ და პროფესიული ზრდისთვის იდეალურ გარემოს; - სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს; - ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას; - კარიერული ზრდისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას;
ანაზღაურება (ბონუსური გაგამომუშავება+გეგმიური ხელფასი): გეგმიური ხელფასი- 300-500 ლარი; 15% იუთუბ პროექტებიდან; 10% სხვა შეკვეთების მოგებიდან; საშუალო ანაზღაურება 500 დან 1500 ლარამდე დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე გუნდში არსებული გამოცდილი თანამშრომლების საშუალო ბონუსური გამომუშავება შეადგენს 1000-2500ლარს (თქვენს რეალურ შედეგზე დამოკიდებულებით, ლიმიტი არ არსებობს);
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და გვჯერა, რომ ძლიერი შედეგი ძლიერი ადამიანებით იქმნება. თუ გინდა, განვითარდე გაყიდვებში, იმუშაო რეალურ პროექტებზე და გახდე დინამიკური გუნდის ნაწილი — DDBO შენ გელოდება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.