ელექტრიკოს-მექანიკოსი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ელექტრიკოს-მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის 17 მ სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 / 08:00-20:00 სთ დასვენება: 3 დღე ანაზღაურება: 2500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა-ელექტრო გაყვანილობის, ავტომატიზირებული მოწყობილობების, ჩამრთველების, ძრავების ელექტრო გაყვანილობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
- დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
- პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლება;
- ახალი დანადგარების მონტაჟში და ექსპლუატაციაში მონაწილეობის მიღება;
- ელექტო-მექანიკური სამუშაოების და ჩანაწერების წარმოება;
- მანქანა-დანადგარის ფუნქციების გაანალიზება და მისი კონტროლი სამუშაო პროცესში;
- ადმინისტრაციული შენობის ელექტრო და ტექნიკური სისტემების გაუმართაობის დროული დიაგნოსტირება და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
- უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ მაღალ ძაბვაზე დაშვების საბუთი;
- საწარმოო დანადგარების შეკეთების გამოცდილება;
უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- მექანიკური აზროვნების უნარი
- ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ელექტრიკოსი".
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.