პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

2ARZZDS1 გამოქვეყნდა 13 ნოე 5 ნახვა

სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 10 დღე) ბოლო ვადა: 23 ნოე

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ უკვე 11 წელია ვქმნით და ვავითარებთ მასშტაბურ სპორტულ პროექტებსა და ჩემპიონატებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორისაა მოყვარულთა ლიგა - საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი (11X11), ასევე, სასკოლო პერსონალის ლიგა.

თუ გაქვს გაყიდვების გამოცდილება, გიყვარს სპორტი და გსურს შენი წვლილი შეიტანო ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში — ეს პოზიცია შენთვისაა!

ვაკანსიის დასახელება: სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი (Partnership & Sponsorship Manager) მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (შეთანხმებით)

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური სპონსორებისა და კორპორატიული პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
  • კომერციული შეთავაზებებისა (Sponsorship Packages) და პრეზენტაციების მომზადება ბიზნეს სექტორისთვის.
  • ასოციაციის მიმდინარე და სამომავლო ტურნირებისთვის (მთავარი: მოყვარულთა ლიგა) ფინანსური და მატერიალური მხარდამჭერების მოზიდვა.
  • სპონსორებისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და შეთავაზებული პაკეტების (ბრენდინგები, ღონისძიებებში ინტეგრაცია) უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების, კორპორატიული პარტნიორობის, მარკეტინგის ან ბიზნეს-განვითარების მიმართულებით.
  • მოლაპარაკებების წარმატებით წარმოებისა და დარწმუნების უნარი.
  • გამართული წერითი და მეტყველების უნარი (ქართული ენა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (PowerPoint / Canva პრეზენტაციების მოსამზადებლად) კარგი ფლობა.
  • "ნეთვორქინგი" - კონტაქტების გარკვეული, მზარდი ბაზა.
  • აქტიური, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ხასიათი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსური სისტემა მოზიდული სპონსორებიდან გამომდინარე).
  • ორგანიზაციის კორპორატიულ ნომერს.
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დინამიკურ, სპორტულ გარემოს.
  • პროფესიული ზრდისა და საინტერესო კორპორატიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას.

როგორ უნდა გამოგზავნოთ განაცხადი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ სიტყვა - ვაკანსია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 ნოემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა