ზოგადი ქირურგი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. "ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ზოგადი ქირურგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის პოლიკლინიკა სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
- შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ
- ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ვაკანსიის მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
- აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ზოგადი ქირურგიაში
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაციია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი
- აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ.
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.