გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2EWMAY0S გამოქვეყნდა 13 ნოე 5 ნახვა

საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი / I კატეგორია

₾1330 / თვეში ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 7 დღე) ბოლო ვადა: 20 ნოე

გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად.

პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი).
  • მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 1 წლიანი გამოცდილება.
  • მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595–1599 მუხლები; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება
  • „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება
  • „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება
  • „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება
  • „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

  • კრეატიულობა;
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • პროფესიონალიზმი;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დასაბუთების უნარი;
  • ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

  • დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა.
  • შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად, კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
  • შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
  • სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა–შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება. სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
  • შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
  • გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
  • სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
  • საჭიროების შემთხვევაში საქმიანი მიმოწერა სა
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი

ახალი
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
მიმართე აქ 13 ნოე ₾1326 13 ნოე −50% ჩვეულებრივთან შედარებით

ბუღალტერი

ახალი
Financial Experts Corporation ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
მიმართე აქ 13 ნოე 13 ნოე

ციფრული კლიენტთა მრჩეველი

ახალი
კრედო ბანკი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გარე განცხადება დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე 13 ნოე

ციფრული კლიენტთა მრჩეველი

ახალი
კრედო ბანკი ქუთაისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გარე განცხადება დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე 13 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა