ქცევითი ABA თერაპევტი/ფსიქოლოგი
ორგანიზაცია "Bright Academy" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი (ABA) თერაპევტის/ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
- ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
- მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება სიახლისადმი ღიაობა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება.
ფუნქცია-მოვალეობები
- ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება
- ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
- რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 4 დეკემბერი