7938 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2FGDMPVV გამოქვეყნდა 25 აგვ 19 ნახვა

კომპანია

დამსაქმებელი

ინჟინერ-კონსტრუქტორი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ინსპექტირების ორგანო აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ კონსტრუქტორის (ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების ინსპექტორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ.N24გ;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ამოცანები:

** ობიექტის ვიზუალურად დათვალიერება;

** არსებობის შემთხვევაში დეფექტების დადგენა გამოვლენა;

** აზომვითი სამუშაოების შესრულება, საჭირო ანათვლების აღება, კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა და მათი დაზიანების ხარისხის შემოწმება;

** ნაგებობის კონსტრუქციების კონსტრუქციულ-საანგარიშო სქემის და კონსტრუქციების ძირითადი ზომების დაზუსტება;

** ნაგებობის კონსტრუქციების ხილული ნაწილების ვიზუალური გამოკვლევა, დეფექტების გამოვლენა და მათი ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** კონსტრუქციული ელემენტების ხილული ზედაპირების მდგომარეობის შეფასება, დეფექტების და დაზიანებების დადგენა, მათი ზომების დადგენა და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** შენობა-ნაგებობებისათვის საძირკვლის კონსტრუქციების მდგომარეობის დადგენა ხილვადობის შესაბამისად და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** კონსტრუქციის მასალის ფიზიკო-მექანიკური თვისებების დადგენა კონტროლის არამრღვევი მეთოდებით და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** კონსტრუქციების გახსნა/გახსნილი კონსტრუქციების (უკუშევსების გარეშე) ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** ავარიული ნაწილების დადგენა (არსებობის შემთხვევაში) და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** ნაგებობის კონსტრუქციების დეფორმაციების დადგენა, არსებობის შემთხვევაში (ჩაღუნვები, გადახრები, ბზარები და სხვა) და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** არმირების სქემის დაზუსტება და არმატურის მდგომარეობის შეფასება არამრღვევი მეთოდებით. საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციის გახსნის მეშვეობით მდგომარეობის შეფასება და ფოტოფიქსაცია შესაბამისი თარიღით;

** ნაგებობის კონსტრუქციების მდგომარეობის შეფასება ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგების მიხედვით;

** მიღებული მონაცემების მიხედვით ინსპექტირების ანგარიშის შედგენა.

** შმიდტის ჩაქუჩის გამოყენება.

** ლევანს გადავახედო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** პროექტირება-კონსტრუირების გამოცდილება სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;

** სამშენებლო კონსტრუქციების მზიდ უნარიანობის გამოთვლის თანამედროვე პროგრამებში მუშაობა;

** შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევის გამოცდილება;

** შესაბამისი მიმართულებით მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;

** კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ინჟინერ კონსტრუქტორი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის