9834 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2FJY3XJ4 გამოქვეყნდა 15 ოქტ 59 ნახვა

სამუშაოთა მწარმოებელი

ნიტე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

სამუშაოთა მწარმოებელი

შპს "ნიტე" არის თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს ბათუმსა და აჭარის რეგიონში.

შპს "ნიტე" პროექტ "Nite Residence" (ჩაქვი)-ის განვითარების ფარგლებში აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ სამუშაოთა მწარმოებელს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესის ეფექტიან ორგანიზებას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვასა და პროექტის შეუფერხებელ მიმდინარეობას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, პასუხისმგებლობა, ეფექტური მართვა და გსურთ იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან, მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი (ოფისი — მემედ აბაშიძის ქ. №29, სამუშაო პროცესი — სამშენებლო ობიექტზე)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
  • სამუშაო პროცესის ხარისხის, ვადებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესრულების მუდმივი კონტროლი;
  • ქვეკონტრაქტორებისა და სამშენებლო ბრიგადების საქმიანობის ეფექტური მართვა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო მასალების მიღების, ხარისხის, რაოდენობისა და სწორად დასაწყობების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნიკური სტანდარტების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
  • პროექტის ხელმძღვანელობასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • სამშენებლო პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ტექნოლოგიების, ნორმებისა და ხარისხის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
  • საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის თავისუფლად წაკითხვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა (AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში მუშაობის შესაძლებლობას.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ თანამედროვე სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

განაცხადის მიღების წესი

ელ. წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სამუშაოთა მწარმოებელი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ნიტე" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის განხორციელების მიზნით.

მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით და გამოიყენება მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.

კომპანია კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს თანასწორობის პრინციპების დაცვით და ემიჯნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას.

პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა