9909 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2G17E204 გამოქვეყნდა 16 ოქტ 44 ნახვა

პროაქტიური გაყიდვების აღმასრულებელი

Artizan Design Hotel გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 17 ნოე

"Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას პროაქტიური გაყიდვების აღმასრულებლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. ახალი ბიზნესის განვითარება (Business Development):

  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და კონტაქტების დამყარება;
  • კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ტურისტული სააგენტოების და პარტნიორების ბაზის შექმნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან პროაქტიური კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა, შეხვედრები);
  • გაყიდვების ახალი შესაძლებლობების მუდმივი ძიება;
  • სასტუმროს სერვისების აქტიური შეთავაზება სხვადასხვა სეგმენტისთვის.

2. კორპორატიული გაყიდვები (Corporate Sales):

  • კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებების მოზიდვა;
  • კორპორატიული ტარიფების შეთავაზება და მოლაპარაკება;
  • ბიზნეს მოგზაურებისთვის სასტუმროს მომსახურების განვითარება;
  • კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი.

3. ტურისტული და ჯგუფური გაყიდვები:

  • ტუროპერატორებთან და ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის განვითარება;
  • ჯგუფური ჯავშნების მოზიდვა;
  • შეთავაზებების მომზადება ჯგუფებისთვის;
  • ბაზარზე ახალი პარტნიორების მოძიება;
  • საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების შესაძლებლობების განვითარება.

4. MICE და ღონისძიებების გაყიდვები:

  • შეხვედრების, კონფერენციების, კორპორატიული ღონისძიებების და სპეციალური ღონისძიებების გაყიდვა;
  • ღონისძიების მოთხოვნების დამუშავება;
  • კლიენტისთვის ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
  • სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის.

5. გაყიდვების პროცესის მართვა:

  • გაყიდვების აქტივობების ყოველდღიური განახლება;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვების პროგნოზების (Sales Forecast) მომზადება;
  • კონკურენტული სასტუმროების შეთავაზებების და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

აუცილებელი:

  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
  • ახალი კლიენტების მოძიების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.

სასურველია:

  • სასტუმროს გაყიდვების გამოცდილება;
  • Booking.com, PMS შიდა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • პროაქტიული და ინიციატივიანი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ძლიერი კომუნიკატორი;
  • მიზანმიმართული და გაყიდვებზე ორიენტირებული;
  • კარგი პრეზენტაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუს სისტემა გაყიდვების შედეგების მიხედვით;
  • შესაძლებლობა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდისთვის.

სამუშაო პირობები:

  • 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00;
  • შესვენება — 1 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო არტიზან დიზაინ ჰოტელი.

გაცნობებთ, რომ სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში — სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა