გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ეფექტიან კომუნიკაციას, უძრავი ქონების პროფესიონალურ წარდგენასა და გაყიდვების პროცესის მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა, უძრავი ქონების ობიექტების წარდგენა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
- მოლაპარაკებების წარმართვა და გაყიდვების პროცესის მართვა;
- საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა, კლიენტების მონაცემთა ბაზის ზუსტი წარმოება;
- უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების მუდმივი შესწავლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პროაქტიულობა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტსა და Facebook გვერდს:
- პროექტის ვებსაიტი: https://eastproject.ge
- Facebook: https://www.facebook.com/ideacitydevelopment
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.