8446 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2GDXMH6A გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

ფსიქოლოგი

საზოგადოება ბილიკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საზოგადოება ბილიკი" ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** იმუშაოს დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე; კვირაში 40 საათი (სრული განაკვეთი);

** ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

** ბენეფიციარის მშობელთან მუშაობა, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე;

** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება/მუშაობა;

** ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულება;

** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;

** სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით;

** შემთხვევის განხილვასა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;

** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით

** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)

** წერითი უნარ-ჩვევები

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი

** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი

** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი

** მოქნილობა და დამოუკიდებლობა

** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ

** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

** გუნდური მუშაობის უნარი

** "საზოგადოება ბილიკის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე 
ელ.ფოსტა subject - ში მიუთითეთ "ფსიქოლოგის ვაკანსია".

აპლიკაციის ჩაბარების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2026 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ მობ:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საზოგადოება ბილიკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის