8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2GH5ZY11 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ჭურჭლის მრეცხავი-სტიუარდი

სასტუმრო Hilton Batumi გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი დასუფთავება
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავი-სტიუარდის პოზიციაზე.

ჰილტონში ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.

ჰილტონში, მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სამზარეულოს, რესტორნისა და სხვა საოპერაციო განყოფილებებიდან მიღებული ჭურჭლის, ინვენტარისა და მოწყობილობების გარეცხვა და გასუფთავება.

** ჭურჭლის სარეცხი დანადგარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება.

** გარეცხილი ჭურჭლის, მინის ნაწარმის, დანა-ჩანგლისა და სამზარეულოს ინვენტარის დახარისხება და შესაბამის ადგილებზე განთავსება.

** სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

** ნარჩენების შეგროვება, დახარისხება და განკარგვა დადგენილი წესების შესაბამისად.

** საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება და შენახვა.

** სამზარეულოს იატაკის, სამუშაო ზედაპირებისა და ჭურჭლის სარეცხი ზონის სისუფთავის უზრუნველყოფა.

** სამზარეულოს გუნდთან თანამშრომლობა ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

** სამუშაო აღჭურვილობის გაუმართაობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.

** სურსათის უვნებლობის, შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა

** გუნდური მუშაობის უნარი

** დროის ეფექტურად მართვის უნარი

** დეტალებზე ყურადღების გამახვილება

** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა

** უსაფრთხოების წესების დაცვა

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** მეგობრული გუნდი, ჯანსაღი სამუშაო გარემო და ძლიერი კორპორატიული კულტურა

** ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;

** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;

** უფასო კვება;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** 50% ფასდაკლება სასტუმროს ყველა კვებისა და სასმელების სივრცესა და სპაში;

** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";

** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში;

** სამოგზაურო პროგრამა GO Hilton;

** ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო Hilton Batumi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის