9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2HNCZC6G გამოქვეყნდა 20 ოქტ 15 ნახვა

ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების გუნდში

ნესტლე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "ნესტლე საქართველო" დამწყებ სპეციალისტებს გიწვევთ, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გაყიდვების გუნდს და მიიღოთ მონაწილეობა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში!

"ნესტლე" არის მსოფლიოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომლის მისიაა ცხოვრების ხარისხის გაზრდა და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. ჩვენს მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ, რომელიც არამხოლოდ ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრებასაც აუმჯობესებს.

ნესტლეს პროდუქტების პორტფელი მოიცავს ორი ათასზე მეტ ბრენდს, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი NESCAFÉ, Maggi, KitKat და Nesquik. ჩვენი ისტორია 150 წელზე მეტი ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ ვევეიში დაიწყო და დღემდე ვაგრძელებთ ინოვაციებისა და ხარისხის გზას.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები:

  • სავაჭრო ობიექტების აუდიტი — სავაჭრო ობიექტებში რეგულარული შემოწმებებისა და ჩეკ-ლისტების განხორციელება არსებული მდგომარეობის შესაფასებლად;
  • მერჩენდაიზინგის კონტროლი — პროდუქციის განთავსების მონიტორინგი, მათ შორის სალაროს ზონაში, და შეთანხმებულ პლანოგრამებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • ანალიტიკური სამუშაო — ჩატარებული შემოწმებების შედეგების შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
  • ანგარიშგება — პირველადი დასკვნების მომზადება, შედეგების შეფასება და სტანდარტებთან შეუსაბამობების დაფიქსირება;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა — გუნდთან აქტიური თანამშრომლობა გამოვლენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრისა და სავაჭრო ობიექტებში ჩვენი ბრენდების წარმოდგენის გაუმჯობესების მიზნით.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება — სასურველია მარკეტინგის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ბიზნესის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის;
  • მონაცემებთან და დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობისა და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი მოტივაცია, სწავლის სურვილი და გაყიდვების მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 1-წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კვების დანამატს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დანამატს;
  • სრულ სამუშაო დღეს, რაც საშუალებას მოგცემთ, სრულად ჩაერთოთ პროცესში;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას;
  • გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში, სადაც თქვენი იდეები და ინიციატივები დაფასებული იქნება.

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 03/11/2026.

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გახდით ნესტლეს გუნდის ნაწილი, სადაც თითოეული გუნდის წევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში.

ველით თქვენს განაცხადს!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის, შესაძლოა, გადაეცეს კომპანია "ნესტლეს" ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს) შპს "ნესტლე საქართველოს" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა