გაყიდვების კონსულტანტი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი მოლი, ცინცაძე და ვაჟა ფშაველას სითი მოლი
ფუნქცია/მოვალეობები: - მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; - სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება; - ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციების მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები: - ანაზღაურება: 1000 ლარი + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით. - სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში; - სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში. - მზარდი ანაზღაურების სისტემა; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის; - ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.