7517 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

2J2BC6BQ გამოქვეყნდა 1 სექ 4 ნახვა

პროექტის მენეჯერი

მუნიციპალური განვითარების ფონდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾6400 / თვეში ბოლო ვადა:

სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" აცხადებს კონკურსს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით - პროექტის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://mdf.org.ge ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/mdf.org/

ვაკანტური პოზიცია: 2 (ორი) ერთეული; სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი (შრომითი ხელშეკრულება); ანაზღაურება: 6 400 ლარი; დამატებითი ბენეფიტი: სატელეფონო ლიმიტი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის და სხვა შიდა აქტების გაცნობა / მოთხოვნათა დაცვა; ** სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემითა და სამსახურებრივი მეილით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა, რეზოლუციის დროული შესრულება და დასრულების უზრუნველყოფა; ** ინფრასტრუქტურული პროექტ (ებ)ის მართვის ძირითადი სტრატეგიის შემუშავება და სრული ციკლის კოორდინაცია; ** დროსა და აქტივობებში გაწერილი დეტალური გეგმის შედგენა და ამ გეგმის მონიტორინგი, კონტროლი და აუცილებელი ღონისძიებების გატარება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით; ** სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებისა და ტექნიკური დავალების გაცნობა; ** პროექტ (ებ)თან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება/აღრიცხვა/სისტემატიზაცია; ** საპროექტო ობიექტ (ებ)თან დაკავშირებული საზედამხედველო (შიდა და გარე) ტექნიკური ანგარიშების/ინფორმაციის აღრიცხვა/სისტემატიზაცია; ** პროექტ (ებ)თან დაკავშირებული ვადების კონტროლი; ** დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, კომუნიკაცია, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება პროექტის სრული ციკლის ყველა ეტაპზე; ** მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობასთან პროექტ (ებ)ის ფარგლებში საჯარო შეხვედრების ორგანიზება ხელმძღვანელ პირებთან ერთად; ** მგფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტთან/პროგრამასთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ** ინფრასტრუქტურული პროექტ (ებ)ის განხორციელებაში ჩართულ მხარეებთან კოორდინირებული მუშაობა; ** საპროექტო ობიექტ (ებ)ზე სამუშაო ვიზიტის დაგეგმვა, ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა; • საპროექტო ობიექტ (ებ)ზე სამუშაო ვიზიტის თაობაზე შესაბამისი მივლინების ანგარიშის მომზადება და დადგენილი წესით უფლებამოსილი პირებისათვის გაცნობა; ** შემსრულებლის/ობიექტის ტექნიკური ზედამხედველის ინფორმირება საპროექტო ობიექტ (ებ)თან დაკავშირებულ საკითხებზე; ** შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ფონდის შიდა სამართლებრივი დოკუმენტების განსაზღვრული წესის შესაბამისად; ** მართვის საინფორმაციო სისტემაში (MIS) პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ასახვა და გადახდის სერტიფიკატის მომზადება; ** საპროექტო ობიექტ (ებ)ის ბიუჯეტის პროგნოზის ასახვა/კორექტირება მართვის საინფორმაციო სისტემაში (MIS); ** საპროექტო ობიექტ (ებ)ზე ფონდში წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავება, ოქმის პროექტის მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ხელშეკრულებების ცვლილებებისა და ვადამდე შეწყვეტის განმხილველი კომისიის სხდომაზე, მათ შორის ავანსის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე. ** აღმასრულებელი დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით (სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ჩაბარებისა და თანმდევი პროცედურების ინსტრუქცია) განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება; ** პროექტ (ებ)ის შესახებ კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის და პერიოდულობის ანგარიშების მომზადება და მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად, პრეზენტაციების მომზადება; ** პროექტ (ებ)თან დაკავშირებული დოკუმენტაციის ორგანიზებული შენახვა, გარკვეული დროის შემდეგ კი არქივირება ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დახმარებით. ** უშუალო ხელმძღვანელ (ებ)ის დროული ინფორმირება პროექტ (ებ)ის მიმდინარეობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და ტექნიკური შეფერხების შესახებ; ** უშუალო ხელმძღვანელ (ებ)ის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციაზე; ** დაკავებული თანამდებობის შესაბამისად თანამშრომლების ჩართულობა სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებში; ** გამოცდილების გაზიარება ახალი თანამშრომლებისათვის; ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება; ** სუბორდინაციის დაცვა. ურთიერთპატივისცემისა და კოლეგიალურობის საფუძველზე კომუნიკაციის დამყარება სხვა ორგანიზაციებთან / სტრუქტურულ ერთეულებთან / სამსახურებთან და მათ წარმომადგენლებთან; ** კონფიდენციალურობის დაცვა ყველა იმ საკითხზე, რომელიც თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებისას და ეს წარმოადგენს პირის პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას; ** თანამშრომელზე მინდობილი სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დაცვა და მოფრთხილება, თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სხვადასხვა რესურსების რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ** სამუშაო გამოცდილება - ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით პროექტის მენეჯერად (პროექტის ადმინისტრირება/მართვა) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. ** კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები ** საოფისე პროგრამები: MS Word, Excel, PowerPoint, Outlook, Outlook, Gmail.

ენები (წერითი უნარები/მეტყველება)

** ქართული: C1 ** ინგლისური: B2

კანონმდებლობა:

** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"; ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ".

პროფესიული უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა